“ელთ ბილდინგსა“ და “IPM“-ს შორის გაფორმდა ურთიერთანაშრომლობის მემორანდუმი ექსკლუზიური პირობებით

12 ნოემბერი 2022
  ოფიციალური ღონისძიებები

"ელთ ბილდინგსა" და "IPM"-ს შორის გაფორმდა ურთიერთანაშრომლობის მემორანდუმი ექსკლუზიური პირობებით;

ესტონურმა მმართველმა კომპანიამ, ადგილობრივი ბაზრის კვლევისა და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოში ექსკლუზიურ პარტნიორად, შეარჩია ჩვენი სამშენებლო დეველოპერული კომპანია - "ელთ ბილდინგი".

რეპუტაციული საერთაშორისო მმართველი კომპანიის შემოსვლა ჩვენს კვარტალში, გვაძლევს გარანტიას რომ, როგორც ჩვენი მესაკუთრე/ინვესტორებისათვის, ასევე ჩვენი დამსვენებლებისათვის, კომპლექსებში შემავალი აპარტამენტების მართვა გახდება მეტად ეფექტიანი;

მადლობა მთელს გუნდს, ვინც ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში და შეძლო საუკეთესო შედეგის მიღწევა.