ბიზნეს ფორუმი ბათუმში
სამშენებლო დეველოპერული კომპანია "ელთ ბილდინგის" გენერალური სპონსორობითა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, სასტუმრო რედისონში, კომპანია IBCCS Georgia-ს ორგანიზებით, "ბიზნეს ფორუმი" გაიმართა.
ფორუმს ქართველი ბიზნესმენები, ასევე საინვესტიციო ჯგუფები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები პოლონეთიდან, კვიპროსიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესტონეთიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან - სულ 70 დელეგატი ესწრებოდნენ.
ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაცია მიიღეს.
უცხო ქვეყნების კომპანიები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ლოჯისტიკის, მსუბუქი მრეწველობის, გემთმშენებლობის სექტორებს წარმოადგენენ და აჭარაში უძრავ ქონებაში ინვესტირებით არიან დაინტერესებული. Like12:25 pm