მართვისა და მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება
კომპანია „River Rock Hotels & Resorts“ და „ელთ ბილდინგს“ შორის დაიდო მართვისა და მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კომპანია „River Rock Hotels & Resorts“ უზრუნველყოფს ჩვენი სასტუმრო აპარტმენტებისა და ასევე „La Quinta By Wyndham” სასტუმროს მართვას.
ამ მასშტაბის და რეპუტაციის მქონე კომპანიის პარტნიორობა, ერთგვარი გარანტიაა ჩვენი მესაკუთრეთა ინვესტიციის წარმატებისთვის;
ნიშანდობლივია ისიც რომ ეს არის პირველი კოლაბორაცია „River Rock Hotels & Resorts“-თვის, ამაყები ვართ, რომ საქართველოში ოპერირების დასაწყებად შერჩეულ იქნა "ელთ ბილდინგი" და მისი პროექტები.
გვჯერა, რომ ეს იქნება საერთაშორისო პარტნიორობის წარმატებული მაგალითი, როგორც ჩვენთვის, ისე მთლიანად ბათუმისთვის და სასტუმროს ტიპის აპარტამენტების ბიზნეს მოდელის მომავალი განვითარებისთვის.