ბათუმი დასახელდა ევროპის „საუკეთესო ფარულ მარგალიტად“

20 მაისი 2022

ევროპაში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმა ‘’European Best Destinations’’ ბათუმს ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად ასახელებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში „საუკეთესო ფარული მარგალიტები“ ბათუმი ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და სხვა ევროპული ქვეყნების ტურისტულ ადგილებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

ბათუმი იდეალური ადგილია ზაფხულში მოგზაურობისთვის, მაისსა და ივნისში ალუბლის ყვავილის სურნელის ქვეშ ისეირნებთ, შეგიძლიათ შეუთავსოთ ერთმანეთს ქალაქში დასვენება და სანაპიროზე გარუჯვა, ველნესი და შოპინგი. შემოდგომა ბათუმის პარკებსა და აჭარის ბუნებას ათას ფერად აფერადებს და ალბათ, წელიწადის საუკეთესო დროა ქალაქიდან ბუნებაში გასვლისათვის წყვილისათვის, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად.