რატომ უნდა განვახორციელოთ ინვესტიცია “ელთ კვარტალში“?

07 მაისი 2022

ჩვენი ბლოგის პირველი სტუმარი იქნება ‘’ელთ ბილდინგის’’ გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი - ია გოგიძე, რომელიც მოგიყვებათ თუ რატომ უნდა შეაჩეროთ თქვენი არჩევანი ‘’ელთ კვარტალზე’’ და ქალაქ ბათუმზე, მაშინ როცა, საუკეთესო საინვესტიციო პროექტების ძიებაში ხართ.

ია, თავდაპირველად გაყიდვების მენეჯერი იყო „ელთ ბილდინგის“ ახლად შექმნილ გუნდში, მისი წარმატებული გარიგებების პორტფოლიო, 500-ზე მეტი რეალიზებულ აპარტამენტსა და მრავალ კმაყოფილ მომხმარებელს მოიცავს.

5+ წლიანი გამოცდილებით, კი დღეს უკვე გაყიდვების დეპარტამენტის უფროსია და წარმატებით ხელმძღვანელობს გაყიდვების გუნდს.

-ია, შენი აზრი „ელთ კვარტალისა“და მისი კონცეფციის შესახებ...

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგი" 2017 წელს დაფუძნდა ბათუმში, ახალ ბულვარში, აშენებს სრულიად ახალი კონცეფციით შექმნილ „ელთ კვარტალს“

კომპლექსი დაპროექტებულია საერთაშორისოდ აღიარებული არქიტექტორ-დიზაინერების მიერ, „Wyndham Hotels & Resorts“-თან პარტნიორობით. მომხმარებელს ვთავაზობთ გარემოს და არა მხოლოდ აპარტამენტს. ეს არის დეველოპმენტის ინოვაციური ხედვა, როგორც პროდუქტის, ასევე მომსახურების თვალსაზრისით.


- რა უპირატესობები გამოარჩევს ‘’ელთ კვარტალს”?

‘’ელთ კვარტალის“ სახით კომპანია სცდება სამეზობლოს კონცეფციას და ქმნის ახალ განზომილებას კვარტლის სახით, რომელიც იდეალურად ერგება 21-ე საუკუნის აჩქარებული ქალაქის რიტმს და მის გამოწვევებს. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველანაირი პირობა და უნიკალური ინფრასტრუქტურა, ერთ სივრცეში შექმნის ადგილს, სადაც ყველაფერი იქნება, როგორც კომფორტული დასვენებისათვის, ისე საინვესტიციო და საცხოვრებელი პირობებისათვის.

ჩვენს მიერ უკვე დასრულებული კომპლექსები, ამჟამად მშენებარე პროექტები და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას, ვპოზიციონირდეთ როგორც, ინოვაციური, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული და საიმედო კომპანია.

დიდი მიღწევაა კომპანიისათვის, ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორების ყოლა, როგორებიცაა სარერთაშორისოდ აღიარებული ბრენდები:

  • ამერიკული სასტუმროების ქსელი „ვინდამი“
  • ამერიკული აპარტამენტების მმართველი კომპანია „ინთერსთეითი“


-რამდენ პროექტს მოიცავს ‘’ელთ კვარტალი’’?

‘’ელთ კვარტალი’’ მოიცავს მოიცავს 5 პროექტს:

’’Sunrise’’ -უკვე დასრულებული და ჩაბარებული პროქტი;

‘’La Quinta By Wyndham’’- მიმდინარე პროქტი, რომელიც წელს დასრულდება.

‘’Rainbow’’- მიმდინარე პროექტი, რომელიც 2023 წელს დასრულდება;

‘’Sunset’’- მიმდინარე პროექტი, რომელიც 2024 წელს დასრულდება’’

‘’Marina Club’’ - პროექტი რომლის მშენებლობაც დაიწყება მალე და დასრულდება 2024 წელს.
 

- როგორ ხედავთ სამშენებლო სექტორის მომავალს საქართველოში?

სამშენებლო ბიზნესი ერთ-ერთ ყველაზე მზარდ სექტორს წარმოადგენს საქართველოში, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება სწრაფი ტემპებით.

საქართველო და ბათუმი არის საუკეთესო ადგილი უძრავი ქონების შეძენისა და ინვესტიციისათვის, შესაბამისად ჩვენი სექტორი ყოველთვის აქტუალურია და იქნება, რადგან  ჩვენ ვართ ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ბიზნესის დაწყება და უძრავი ქონების დარეგისტრირების პროცედურების სიმარტივის მიხედვით, ეს ყველაფერი 1 დღეშია შესაძლებელი, თან უნდა ავღნიშნო რომ, არ არსებობს უძრავ ქონებაზე არანაირი გადასახადი.

ბათუმის გეოგრაფიული მდებარეობა კი უნიკალურია, აქაა ზღვა და მთა ერთად, ასევე რეგიონში ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდია.

- და ბოლოს, არის რამე რისი დამატებაც გსურთ?

მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ რომ, გუნდის თითოეული წევრი, მუშაობისას ვაკეთებთ მაქსიმუმს, იმისთვის, რომ საუკეთესო მომსახურება შევთავაზოთ უკვე არსებულ თუ პოტენციურ კლიენტს.  ზოგადად, ეს საქმე დიდ დროს და შრომას მოითხოვს.

‘’ელთ ბილდინგის’’ გაყიდვების ჯგუფი ყოველთვის, მზად არის, გაგიწიოთ სანდო და გულწრფელი კონსულტაცია, ბათუმში, უძრავი ქონების ინვესტიციის მიმართულებით.