საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნესფორუმი

18 დეკემბერი 2021
  ოფიციალური ღონისძიებები

 

"ელთ ბილდინგის" დამფუძნებელი და დირექტორი, ელგუჯა თურმანიძე მიწვეული იყო, ბაქოში გამართულ, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნესფორუმზე, სადაც სულ 21 ქართული კომპანია იღებდა მონაწილეობას, ერთ-ერთი იყო ჩვენი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება ჰქონდათ, განიხილონ აზერბაიჯანულ და თურქ ბიზნესებთან პოტენციური პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ფორუმი აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს (AZPROMO), საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) ორგანიზებით გაიმართა.