პრეზენტაცია
2021 წლის 10 ნოემბერს ‘’ელთ ბიზნეს ჯგუფის’’ დამფუძნებლმა და დირექტორმა, ელგუჯა თურმანიძემ, ჩაატარა რიგით მეორე შეხვედრა და შეაჯამა ბიზნეს ჯგუფში შემავალი კომპანიების მიღწევები და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
წარადგინა სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ელთ ბილდინგის" 3 ახალი, მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელთა მშენებლობა უმოკლეს დროში დაიწყება, დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ კომპლექსებში წარმოდგენილი საერთაშორისო პარტნიორებისა და ბრენდირებული სასტუმროების შესახებ. კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბა „ელთ კვარტალის“ მშენებლობის მთავარი კონცეფცია - დაინტერესებული პირი უძრავი ქონების „ელთ კვარტალში“ შეძენით, ინვესტირების საუკეთესო შესაძლებლობასთან ერთად, მიიღებს კომფორტული ცხოვრებისა და დასვენების პირობებს.
დამსწრე საზოგადოებას გააცნო ტურისტული "კომპანია "ელთ თრეველში“ არსებული სიახლე, "ბათუმი სითი ტურთან" და "ინვესტ ტურთან" ერთად, მალე კომპანია მომხმარებლებს შესთავაზებს ახალ სერვისებს - გამავალი და შემომავალი ტურების ორგანიზებას.
„ბიზნეს ჯგუფში“ შემავალი საფინანსო კომპანიის გეგმებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გაფართოების გეგმის წარდგენა და ქვეყნის მასშტაბით ახალი ფილიალების გახსნის შესახებ ინფორმაცის გახმოვანება.