საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმი
05 ოქტომბერი 2021
ოფიციალური ღონისძიებები
"ელთ ბილდინგის" დამფუძნებელი და დირექტორი, ელგუჯა თურმანიძე, ქალაქ ტალინში საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს.
საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 4-6 ოქტომბერს ტალინში საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმი იმართება. ღონისძიებას 13 ქართული კომპანიის 17 წარმომადგენლი.
ბიზნეს ფორუმის მიზანია საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობების განვითარება, სადაც ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებს და განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.