თანამშრომლობის მემორანდუმი
28 აპრილი 2021
ოფიციალური ღონისძიებები
2021 წლის 28 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა და კომპანია "ელთ ბილდინგის" დირექტორმა, ელგუჯა თურმანიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება მიზნად ისახავს სტაჟირებას და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. ,,ელთ ბილდინგის" სახელობითი სტიპენდია დაენიშნება სხვადასხვა ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს. მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტები სასწავლო და პროფესიულ პრაქტიკას, ასევე სტუდენტთა საკონფერენციო, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ექსპერიმენტული ნაწილს გაივლიან კომპანია "ელთ ბილდინგის" ბაზაზე.