50 საუკეთესო ადგილი დისტანციურად მუშაობისათვის 2021 წელს

28 იანვარი 2021
 

მიუხედავად პანდემიური მდგომარეობისა საქართველო საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებას აგრძელებს. ამჯერად ჩვენმა ქვეყანამ მე-2 ადგილი დაიკავა მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებს შორის, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ. შესაბამისი გამოკითხვა საიტმა Bigseventravel.com ჩაატარა და 50 ქვეყანა გამოავლინა, სადაც დისტანციურად მუშაობა ყველაზე ხელსაყრელი და კომფორტულია.


საქართველოზე საუბრისას ხაზგასმულია, რომ ქვეყანას ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია, როგორც კულტურული, ასევე მრავალფეროვანი სამზარელოს მიმართულებით.

 "აქ ყველასთვის მოიძებნება რაღაც",– ნათქვამია წარდგენაში.

დეტალური ინფორმაციისათვს გადადით ლინკზე: http://bit.ly/36kyFl2