„იელთი ჯგუფი“ ეკონომიკურ ფორუმზე
09 ოქტომბერი 2024
ოფიციალური ღონისძიებები
„იელთი ჯგუფის“ დამფუძნებელი ბატონი ელგუჯა თურმანიძე და დირექტორი/გენერალური დირექტორი ბატონი მამუკა მახარაძე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ ფორუმს.
აღნიშულ კონფერენციაზე განხილულ იქნა სექტორში არსებული ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. დისკუსიას მოდერაციას უწევდა ბიზნეს ინსაიდერი საქართველოსა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი.