ELT Group - ბიზნეს ასოციაციის წევრი

05 ნოემბერი 2024
  ოფიციალური ღონისძიებები

ELT Building, რომელიც „იელთი ჯგუფში" შემავალი კომპანიაა და 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

კომპანიის მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატული მეტრი ფართი, „ელთ კვარტალის" სახით ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ და „ესპანური კვარტლის" სახით თბილისის ისტორიულ ნაწილში. კომპანიის მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 130 000 000 აშშ დოლარს შეადგენს.

„მივესალმებით ELT Building-ს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. აღსანიშნავია, რომ დაარსებიდან დღემდე, საკმაოდ მოკლე პერიოდში „იელთი ჯგუფმა" შეძლო და მოიპოვა სანდო პარტნიორის რეპუტაცია და განვითარების სწორი სტრატეგიით უზრუნველყო ის სწრაფი ზრდა, რომელიც სახეზეა. ის, რაც "იელთი ჯგუფს" უნიკალურს ხდის, ფოკუსირებაა მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე, მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და ორმხრივად სასარგებლო იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.