ყატარის ეკონომიკური ფორუმი 2024
„ELT Business Group“-ის სახელით, 13-17 მაისს, პატივი გვქონდა მონაწილეობა მიგვეღო რეგიონის ისეთ უმსხვილეს ღონისძიებაში, როგორიცაა ყატარის ეკონომიკური ფორუმი 2024.
ნიშანდობლივია, რომ ქართული კერძო სექტორიდან, ჩვენი ბიზნეს ჯგუფი, იყო მიწვეული, როგორც ბიზნეს პალატის საპატიო წევრი, რისთვისაც გულწრფელ მადლობას ვუხდით „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატას (BCAGC)“, განსაკუთრებით მის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ბ-ნ დავით ცირდავას და დოქტორ აბდულა ა.ბა ჰამამს, BCAGC-ის სპეციალურ წარმომადგენელს GCC ქვეყნებში, ჩვენთვის მოცემული შესაძლებლობისთვის.
ხაზგასმით აღსანიშნავია, ჩვენი ბიზნეს ჯგუფის დამფუძნებლის, ბ-ნი ელგუჯა თურმანიძის უმნიშვნელოვანეს როლი ვიზიტის ორგანიზებაში, რომელიც ასევე იკავებს „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის საფინანსო-საინვესტიციო კომიტეტის“ თავმჯდომარეს პოზიციას.
სამიტების ფარგლებში გაიმართა ნაყოფიერი და პირდაპირი შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ასევე მნიშვნელოვანი იყო B2B სესიები უცხოელ და მოწვეულ ინვესტორებთან.
გვეამაყება რომ მოვახდინეთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის და პრო-ბიზნეს გარემოს პრეზენტაცია და დამსწრე საზოგადოებას წარვუდგინეთ რამდენიმე კერძო საინვესტიციო პროექტიც.
მიგვაჩნია, რომ ამ მასშტაბის თანამშრომლობის ქსელის შექმნა, ხელშესახებ შედეგებს მოუტანს და პრაქტიკულ გავლენას მოახდენს საქართველოში კერძო სექტორის გაძლიერებაზე. ვაანალიზებთ თუ რამდენად კრიტიკულია პირადაპირი უცხოური ინვესტიციები და ზოგადად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ჩვენი ახალგაზრდა ეკონომიკისთვის.