ესპანური კვარტალის პრეზენტაცია

04 აპრილი 2024
  ოფიციალური ღონისძიებები

წარმოგიდგენთ "ელთ ბილდინგის" ახალი პროექტის, "ესპანური კვარტალის" ოფიციალური პრეზენტაციის ვიდეო კოლაჟს.ღონისძიებას, რომელიც "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" ჩატარდა, 200-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ მთავრობის, ბიზნეს სექტორისა და ესპანეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები.პრეზენტაცია ოფიციალური და არაოფიციალური ნაწილისგან შედგებოდა და მსოფლიოში ცნობილი ესპანური კომპანია „Barcelo Hotel Group”-თან პარტნიორობის შესახებ, ახალი პროექტის უპირატესობებზე, კვარტალის კონცეფციის განვითარების მნიშვნელობასა და მოწვეული სტუმრებისათვის განსაკუთრებული განწყობის შექმნაზე, თანაბრად იყო ორიენტირებული.

მადლობას ვუხდით ამ საღამოს თითოეულ მონაწილეს!