“Barceló Hotel Group“- რჩეული პარტნიორი
ELT Building-ში ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა: Wyndham Hotels & Resorts, River Rock Hotels & Resorts და IPM OE. ეს პარტნიორობა ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ინოვაციების, მაღალი სტანდარტებისა და გამჭვირვალე ურთიერთობებისადმი.
2024 წლიდან კი, საქართველოში პირველად, საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების, მრავალმხრივი კრიტერიუმების დაკმაყოფილების და უკვე არსებული გამოცდილების, რეპუტაციის გათვალისწინებით „ელთ ბილდინგი“ გახდა "Barceló Hotel Group"-ის რჩეული პარტნიორი ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობით.
"Barceló Hotel Group" ესპანეთის ნომერ მე-2 სასტუმროების ქსელია და მსოფლიოში ტოპ 20 ში თავისი მასშტაბით. ამჟამად მას აქვს 250-ზე მეტი, 4 და 5 ვარსკვლავიანი, ურბანული და დასასვენებელი სასტუმრო და 55 000-ზე მეტი ნომერი, განაწილებული 22 ქვეყანაში, 4 სხვადასხვა ბრენდის ქვეშ.